კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 5 სექტემბერი, 2026
1. მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი
მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირია ინდ. მეწარმე რატი კურტანიძე (ს/კ 01008043044; მისამართი: თბილისი, მინდელის ქ. 3; შემდგომში — „Zippa").
პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხზე მოგვწერეთ: support.zippa@gmail.com.
2. რა მონაცემებს ვამუშავებთ და საიდან ვიღებთ მათ
Zippa ამუშავებს შემდეგ მონაცემებს:
- ანგარიშის მონაცემები: სახელი, გვარი, ტელეფონი, ელფოსტა და ჰეშირებული პაროლი;
- შეკვეთის მონაცემები: გამგზავნისა და მიმღების სახელი, ტელეფონი, აღებისა და ჩაბარების მისამართი, გზავნილის აღწერა, წონა, ფასი, გადახდის სტატუსი, tracking-სტატუსი და გამოცხადებული ღირებულება;
- მომსახურების მტკიცებულება: გზავნილის აღების/ჩაბარების ფოტო, PIN-ის, ხელმოწერის ან სხვა დადასტურების ჩანაწერი;
- კურიერის მონაცემები: საკონტაქტო და ანგარიშსწორების მონაცემები, შესრულებული შეკვეთები და GPS-ლოკაცია სამუშაო რეჟიმში ან აქტიური შეკვეთის შესრულებისას;
- ტექნიკური მონაცემები: IP-მისამართი, ბრაუზერი, მოწყობილობის ტექნიკური მონაცემი და აუცილებელი cookie-ები;
- კომუნიკაცია: support-თან მიმოწერა და პრეტენზიები;
- პარტნიორი კომპანიის მონაცემები (მხოლოდ არჩევითი „კომპანიის პროფილის" შექმნისას): იურიდიული დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის სახელი, ელფოსტა და ტელეფონი, ხელშეკრულებაზე თანხმობის ფაქტი (ვერსია, დრო, IP);
- კურიერის ვერიფიკაციის დოკუმენტები (მხოლოდ არჩევითი დოკუმენტური ვერიფიკაციისთვის): პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და (საჭიროებისას) მართვის მოწმობის ასლი, პირადი ნომრის მხოლოდ ბოლო 4 ციფრი.
გამგზავნის მონაცემებს ვიღებთ მომხმარებლისგან. მიმღების სახელს, ტელეფონსა და მისამართს, როგორც წესი, გვაწვდის გამგზავნი. მიმღებს მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება პირველი სატელეფონო ან სხვა კომუნიკაციისას, კონფიდენციალურობის პოლიტიკის ბმულის მითითებით.
მომხმარებელმა არ უნდა მიუთითოს გზავნილის აღწერაში ზედმეტი ან განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, თუ ის მომსახურების გასაწევად აუცილებელი არ არის.
3. დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები
მონაცემებს ვამუშავებთ:
- შეკვეთისა და ხელშეკრულების შესასრულებლად — გზავნილის აღება, მიტანა, tracking, გადახდა და მხარდაჭერა;
- კანონით გათვალისწინებული ვალდებულებისთვის — ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვა, ასევე კანონიერ მოთხოვნაზე რეაგირება;
- ლეგიტიმური ინტერესისთვის — თაღლითობის პრევენცია, მომსახურების უსაფრთხოება, დავის გადაწყვეტა, გზავნილის მიკვლევადობა და სისტემის დაცვა;
- თანხმობის საფუძველზე — პირდაპირი მარკეტინგი ან არჩევითი ფუნქცია.
პირდაპირი მარკეტინგი ხორციელდება მხოლოდ მომხმარებლის თანხმობით. თანხმობის გამოთხოვა შესაძლებელია უსასყიდლოდ და მარტივად იმავე არხით, რომლითაც შეტყობინება მიიღო მომხმარებელმა, ან support.zippa@gmail.com-ზე წერილობით. მოთხოვნა შესრულდება გონივრულ ვადაში, არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.
4. ვის ვუზიარებთ მონაცემებს
მონაცემს ვუზიარებთ მხოლოდ მომსახურებისთვის აუცილებელი მოცულობით:
- კურიერს — მისთვის დანიშნული გზავნილის მისამართს, მიმღებისა და გამგზავნის სახელსა და ტელეფონს;
- ელფოსტის პროვაიდერს — ანგარიშთან დაკავშირებული შეტყობინებებისთვის (მაგ. პაროლის აღდგენა);
- რუკისა და ნავიგაციის პროვაიდერს — მისამართის, მარშრუტისა და კურიერის სამუშაო ლოკაციისთვის;
- ჰოსტინგის, მონაცემთა ბაზისა და ტექნიკური მხარდაჭერის პროვაიდერებს — პლატფორმის ფუნქციონირებისა და უსაფრთხოებისთვის;
- რეგიონულ პარტნიორ გადამზიდავს — რეგიონული მიტანის შესასრულებლად;
- სახელმწიფო ორგანოს — მხოლოდ კანონით მოთხოვნილ შემთხვევაში.
წვდომის როლები: პარტნიორი კომპანიის განაცხადს და კურიერის ვერიფიკაციის დოკუმენტებს ხედავს მხოლოდ Zippa-ს დისპეჩერი (განხილვის/დამტკიცების მიზნით) და თავად ის მომხმარებელი, ვისაც ეს მონაცემები ეკუთვნის. დოკუმენტები ინახება დაცულ (private) საცავში და გაიცემა მხოლოდ ავტორიზაციაგავლილი მოთხოვნით — პირდაპირი, საჯარო ბმულით არასდროს.
ზოგი ტექნიკური პროვაიდერი ან მისი სერვერი შესაძლოა მდებარეობდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ასეთ შემთხვევაში მონაცემები გადაიცემა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული საფუძვლით და შესაბამისი სახელშეკრულებო, ორგანიზაციული და ტექნიკური გარანტიებით.
Zippa არ ყიდის პერსონალურ მონაცემებს.
5. GPS და ფოტო
კურიერის აპლიკაცია GPS-ლოკაციას ამუშავებს ფონურ რეჟიმშიც, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა კურიერი პლატფორმაში სამუშაო რეჟიმშია ან აქტიურ შეკვეთას ასრულებს. ეს საჭიროა კურიერისთვის შესაბამისი დავალების მისანიჭებლად, დისპეტჩერის მიერ მიტანის სამართავად და გზავნილის სტატუსის საჩვენებლად.
გზავნილის აღების/ჩაბარების ფოტო გამოიყენება მხოლოდ მომსახურების შესრულების, უსაფრთხოების, პრეტენზიის განხილვისა და თაღლითობის პრევენციის მიზნებისთვის.
6. მონაცემთა შენახვის ვადა
- ანგარიში — ანგარიშის არსებობის პერიოდში;
- შეკვეთის ჩანაწერი და ჩაბარების მტკიცებულება — 3 წელი შეკვეთის დასრულებიდან;
- ბუღალტრული და საგადასახადო დოკუმენტები — კანონით განსაზღვრული ვადით;
- ტექნიკური ლოგები — მაქსიმუმ 12 თვე, თუ უსაფრთხოება ან დავა უფრო ხანგრძლივ შენახვას არ მოითხოვს;
- კურიერის ზუსტი GPS-ისტორია — მაქსიმუმ 30 დღე; ინციდენტთან ან დავასთან დაკავშირებული ჩანაწერი — მხოლოდ საქმის დასრულებამდე საჭირო ვადით;
- პარტნიორის განაცხადი და ხელშეკრულებაზე თანხმობის ჩანაწერი — პარტნიორობის მთელი პერიოდში, შემდეგ კანონით განსაზღვრული ვადით (საბუღალტრო/საგადასახადო საფუძველი);
- კურიერის ვერიფიკაციის დოკუმენტი — ვერიფიკაციის აქტიური პერიოდში; უარყოფის ან ანგარიშის წაშლის შემთხვევაში წაშლილია გონივრულ ვადაში, თაღლითობის პრევენციისთვის საჭირო მინიმალური ვადის გარდა.
7. თქვენი უფლებები
თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს მონაცემებზე წვდომა და ასლი, მონაცემის შესწორება, განახლება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა, თანხმობის გამოთხოვა და მონაცემთა გადატანადობა კანონით დაშვებულ ფარგლებში.
მოთხოვნას განვიხილავთ და პასუხს გაგცემთ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სათანადო დასაბუთებით, ვადა შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ კიდევ 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ გეცნობებათ.
მოთხოვნისთვის მოგვწერეთ: support.zippa@gmail.com. ასევე შეგიძლიათ მიმართოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ან სასამართლოს.
თუ პარტნიორის განაცხადი ან კურიერის ვერიფიკაცია უარყოფილია, შეგიძლიათ მოითხოვოთ წარდგენილი დოკუმენტების/მონაცემების წაშლა ან ხელახლა გააგზავნოთ განაცხადი შესწორებული მონაცემებით.
8. უსაფრთხოება და ინციდენტი
Zippa იყენებს HTTPS კავშირს, პაროლების ჰეშირებას, როლებზე დაფუძნებულ წვდომას და შეკვეთის მონაცემებზე შეზღუდულ წვდომას. კურიერი ხედავს მხოლოდ მისთვის საჭირო და დანიშნულ გზავნილებს.
მონაცემთა უსაფრთხოების ინციდენტის შემთხვევაში Zippa აღრიცხავს ინციდენტს, იღებს ზიანის შემცირების ზომებს და კანონით მოთხოვნილ შემთხვევაში აცნობებს შესაბამის ორგანოსა და მონაცემთა სუბიექტს.
9. Cookie-ები
პლატფორმა იყენებს აუცილებელ cookie-ებს ავტორიზებული სესიისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. თუ დაემატება ანალიტიკური ან სარეკლამო cookie, ამ პოლიტიკა და თანხმობის მექანიზმი განახლდება წინასწარ.
10. პოლიტიკის ცვლილება და კონტაქტი
განახლებული ვერსია ქვეყნდება ამ გვერდზე „ბოლო განახლების" თარიღით. არსებითი ცვლილებისას მომხმარებელს ვაცნობებთ პლატფორმით ან ელფოსტით, როდესაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია.
- ინდ. მეწარმე რატი კურტანიძე
- ს/კ: 01008043044
- მისამართი: თბილისი, მინდელის ქ. 3
- ელფოსტა: support.zippa@gmail.com